Monday, September 30, 2019


       სოციალური პროექტის გეგმა


1.პროექტის სახელწოდება:    „ ჩვენი სოფელი“
2.პროექტის ავტორი:  ლელა ჯახუა
3.მონაწილეები:  მეორე-მეოთხე კლასის მოსწავლეები
4.პრობლემის ანალიზი: მოსწავლეები ფლობენ მწირ ინფორმაციას სოფლის ღირსშესანიშნაობებზე, სოფლის მოსახლეობა პასიურ როლს თამაშობს სოფლის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
5.პროექტის მიზანი: სოფლის ღირსშესანიშნაობების ისტორიის შესწავლა, თემის წევრების ჩართულობის გაზრდა სოფლის ცხოვრებაში. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მოსწავლეებში სოციალური უნარების განვითარება.
6.პროექტის ამოცანები:
1.      1. პროექტის დაგეგმვა,
2.      2. მონიტორინგის ჯგუფის შექმნა,
       3.სოფლის ღირსშესანიშნაობების მონახულება,               
            დასუფთავება, ინფორმაციის მოძიება.
                                 4.მდინარის ნაპირების, გზის და მთლიანად სოფლის ტერიტორიის    
                                     დასუფთავება ნარჩენებისაგან.
                                  5.პროექტის შედეგების პრეზენტაცია
7.განხორციელების ვადები: 23 .09-დან   30.09-მდე,   1 კვირა
8.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები სოფლის უხუცესების, მასწავლებლების, ინტერნეტისა და სხვა წყაროების დახმარებით შეისწავლიან სოფლის კულტურული ობიექტების მათთვის უცნობ დეტალებს და გააცნობენ უმცროს თაობას, სოფლის მოსახლეობა ჩაერთვება სოფლის მიდამოების დასუფთავებაში, რაც დადებითად აისახება სოფლის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.
9.ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები და ვადები:
ამოცანა1-2      23.09 2019 წ

ა. მოსწავლეებისა და მასწავლებლების პირველ შეხვედრაზე მოსწავლეების                     იდეების განხილვა და გეგმის შედგენა
ბ. მონიტორინგის ჯგუფის შედგენა.
გ. პროექტის გეგმის პრეზენტაციის დაგეგმვა-განხორციელება
                    
10.ამოცანა 3-4 ა)მოსწავლეების და მოხალისე მასწავლებლებისა და თემის წევრების დაყოფა ჯგუფებად
ბ) ვადების მიხედვით სოფლის ტერიტორიების  დანაწილება და დასუფთავება: ხობის წყლის სანაპირო - 24.09.2019წ
         სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია- 25.09. 2019წ

         სოფლის ცენტრი და დანარჩენი ტერიტორია -  26.09.2019წ
ბ) უხუცესებთან, ისტორიკოსებთან, ფილოლოგებთან სტუმრობა სოფლის ძეგლების (სოფლის სკვერის. ისტორიული ნანგრევების) მონახულება, ისტორიის მოძიება და ინფორმაციის გადაცემა სკოლის დანარჩენი მოსწავლეებისათვის.- 27.09.2019წ
         
         
ამოცანა 5  ა. ბუკლეტების დამზადება და გავრცელება
                 ბ. პროექტის პრეზენტაცია, სკოლაში  შეჯამება 30.09.2019წ


11.მონიტორინგი: მონიტორინგი მოხდება გზადაგზა, ყოველი ეტაპის შემდგომ, გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები.
12.ინდიკატორები: მოსწავლეთა, მშობელთა, თემის წარმომადგენელთა უკუკავშირები, პროექტის ხელმძღვანელის ანგარიში განხორციელებული საქმიანობების შესახებ.
13.რისკები და ხარვეზები: უამინდობა, ინფორმაციის სიმწირე
პროექტის მდგრადობა: დაინერგება პერიოდულად სოფლის დასუფთავება, შეიქმნება სტენდები, პრეზენტაციები, რის საშუალებითაც მოსწავლეები გაეცნობიან სოფლის კულტურულ ობიექტებს. ყოველი აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების განვითარებას, რაც აუცილებელია მოზარდის სრულფასოვნად ჩამოყალიბებისათვის.











    რეფლექსია პროექტის განხორციელებაზე


        კლასის საათის ჩატარებისას გაირკვა, რომ მოსწავლეები ფლობენ მწირ ინფორმაციას სოფლის ღირსშესანიშნაობებზე, აქვე გულისტკივილი გამოთქვეს დაბინძურებული მდინარე ხობის წყლის ნაპირების გამო.
         დაიბადა პროექტის განხორციელების იდეა, რომლის მიზანიც იქნებოდა სოფლის ღირსშესანიშნაობების ისტორიის შესწავლა, თემის წევრების ჩართულობის გაზრდა სოფლის ცხოვრებაში. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მოსწავლეებში სოციალური უნარების განვითარება.
          მოსწავლეებთან ერთად ჩამოვაყალიბე გეგმა და დავსახეთ სათანადო ამოცანები, შესაბამისად მიზნის მისაღწევი აქტივობები, გავაცანით გეგმა სკოლის მოსწავლეებსა და ადმინისტრაციას, მოვიწვიეთ თემის წარმომადგენლები. ჩამოვაყალიბეთ მობილური ჯგუფები, რომელთაც უბნების მიხედვით დაასუფთავეს მოსახლეობასთან ერთად სოფლის ტერიტორიები. გავაკარით პლაკატები მოწოდებით: „ნუ დააბინძურებთ“, „საჩინო შენია საჩინოელო“ და ა.შ, მოსწავლეები ესტუმრნენ სოფლის უხუცესებს, ფილოლოგებს ისტორიკოსებს და შეისწავლეს სოფლის კულტურულ ძეგლებზე არსებული მასალა,
შეძენილი ცოდნა და გამოცდილება მოსწავლეებმა გაუზიარეს სხვებსაც, გამოუშვეს სტენდები, რითაც მოხდა ეკოლოგიური პრობლემის მოგვარების და საკუთარი სოფლის ისტორიის ცოდნის აუცილებლობის პოპულარიზაცია.
        მიზანს მივაღწიე ,ვფიქრობ აღნიშნული აქტივობები განვახორციელო მომავალშიც, რათა მოსწავლეებმა უკეთ გააცნობიერონ პრობლემა და გამოუმუშავდეთ პრობლემის გადაჭრის გზების ძიების უნარ-ჩვევები.