Thursday, June 10, 2021

Friday, November 29, 2019


 სკოლა-სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის საჯარო სკოლა                            
თემის დასახელება- ''არ გვინდა ძლადობა''
პროექტის ხანგრძლივობა: ხუთი კვირა (23.10.2019---27.11.2019)
          აზროვნების უნარები-თანამშრომლობა, დაგეგმვა და ორგანიზება.
       პრობლემა-პროექტის აქტუალურობა.                                        
            მოზარდთა სოციალიზაციის პროცესი უფრო ადრე იწყება დღეს ვიდრე იყო წინა თაობაში. ბულინგი მოზარდებს შორის ძალადობაა. ბავშთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეეს ნებისმიერი მოზარდი. მოსწავლეები მეტ ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას ბულინგის შესახებ ამიტომ შესაძლებელია ვერცკი ხვდებოდნენ,რომ მათი ქმედებები ბულერის ქმედბების ანალოგიური იყოს, ამავე დროს მათხშირ შემთხვევაში არ იციან როგორ დაიცვან თავი ძალადობისაგან, რა ღონისძიებები უნდა მიირონ ძალადობის თავიდან ასაცილებლად.
         მიზანი ---მოსწავლეთა მიერ ბულინგის ირგვლივ მოძიებულ ინფორმაციის დამუშავება ტექნოლოგიების გამოყენებით
           გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით დასკვნების გამოტანა.
      პროექტის მდგრადობა--პროექტი მდგრადია რადგან იგი არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც. ქარტულის მასწავლრბრლი რომელიც უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირია, მოსწავლეებს უნდა უვითარებდეს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის საზოგადოების გაცნობიერებაში,ამიტომ პროექტის შემდგომ პერიოდში მოხდება პროექტის თემაზე სამოშაო შეხვედრები ჯგუფური დისკუსიები მოხდება ფილმების ჩვენება და მათი ანალიზი ვფიქრობ ამით ხელი შეეწყობა ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას.
       თემის შინაარსი--სოციალური პროექტის განხორციელების პროცესში ვიყენებთ კლასისთვის სოციალურ ქსელსი დახურულ ჯგუფს მოსწავლეებთან სკოლის გარეთ ურთიერთობისთვის, პროექტის პირვენლ ეტაპზე ვაწყობთ ფილმის ერთობლივად ჩვენებას ბულინგის თემაზე. პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს განაწილებული აქვთ ბულინგის ოთხი მიმართულება.
    1. ფარული ბულინგი
    2. ვერბალური ბულინგი
    3. კიბერბულინგი
    4.ფიზიკური ბულინგი 
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ალაგებენ შინაარსობრივად, ატარებენ ქუჩის გამოკითხვას ახდენენ მოგროვილი მასალის თავმოყრას პროგრამაში POVER POINTI. ქმნიან კედლის გაზეთს და ამზადებენ ბუკლეტებს, ბოლოს აწყობენ დასრულებული პროექტის პრეზენტაციას.
       პროექტის განხორციელების რისკები და ხარვეზები
პრექტის გამიკითხვის ხელის შემშლელი ფაქტორები შეიძლება იყოს;
      ქუჩის გამოკითხვის ჩასატარებლად დაგეგმილ დღეს წვიმიანი აინდი
ტექნოლოგიური პრობლემა
      სტანდარტი
   კარი 1
     სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები;
     თავი V1-პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
     მუხლი 48 ე.ს.გ პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
      3 პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები ი]სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები გულისხმობს ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებს როგორიცაა თანამშრომლობა პრობლემის მოგვარება შემწყნარებლობა
      მიმართულება; ი.ს.ტ.რესურსების შექმნა
         ი.ს.ტ VII მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისათვის 
  შედეგი თვალსაჩინოა
 აუდიტოპიის მოთხვონებისა და საკუთარი მიზნების გათვალისწინებით ამზადებენ პრეზენტაციას
         ღონისძიებები და დაგეგმილი საქმიანობები.
    ჯგუფების შექმნა და საქმიანობების გადანაწილება
     ფილმის ჩვენება ერთობლივად                                
      ინფორმაციის მოძიება ინტერნეტ სივრცეში,მოძიებული ინფორმაციის შენახვა ელექტრონულ სივრცეში                                                           ერთი კვირა
       -სოც, ქსელით რეგულარული თანამშრომლობა       [რეგულარულად]
      -ქუჩის გამოკითხვა  მეორე კვირა
       -პრეზენტაციების მომზადება POVER POINTI-[მესამე  კვირა]
     კედლის გაზეთის გამოქვეყნება. [მეოთხე კვირა]
      -პროექტის პრეზენტაციის მოწყობა და ბუკლეტების დარიგება[ ბოლო მეხუთე  კვირა]
      შეფასების გეგმა-პროექტის მსვლელობისას მოვახდენ დაკვირვებას მოსწავლეთა ჯგუფების მუშაობაზე თითოეული მოსწავლის როლსა და მიღწეულ შედეგებზე რათა მონიტორინგი გაუწიო სამუშაოს მსვლელობას, საჭირო დროს მივცე უკუ კავირი პროექტის დასასრულს მოხდება შეფასება.შეფასება თითოეული მოსწავლის ართულობა და მოხდება ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება.

პროექტის პირველ ეტაპზე მოვაწყეთ
ილმების ჩვენება
1-https://www.youtube.com/watch?v=jo-9oh3GizM&t=66s
2-https://www.youtube.com/watch?v=m92-n91chaM
3-https://www.youtube.com/watch?v=Ih1DhSuFbCE
4-https://www.youtube.com/watch?v=Ih1DhSuFbCE
5-https://www.youtube.com/watch?v=Ih1DhSuFbCE
6-https://www.youtube.com/watch?v=QdyCQnrrfbGE
პროექტის მეორე ეტაპზე მოვაწყეთ ქუჩის გამოკითხვა
                           
სოფლის გამგებელზე დასმული კითხვები;
   მოგესალმებით ჩვენი ჯგუფი იკვლევს ბულინგის ერთ-ერთ,  ფორმას, ვერბალურ ბულინგს, რომელიც ბულინგის ყველაზე მეტად  გავრცელებული ფორმაა, განსაკუთრებით სკოლის ასაკის მოზარდებში.
 ამ შემთხვევაში ადამიანის დამცირებას და მასზე ძალადობას აქვს ვერბალური ხასიათი. მისი ფორმებია: დამცინავი სახელით მიმართვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჰომოფობიური და რასისტული გამონათქვამები, დაშინება.
ჩვენ გვინდა რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ:
1. სკოლაში, ქუჩაში, ან სოფელში თქვენი საქმიანობიდან  გამომდინარე, არასრულწლოვანთა შორის უმეტესად რა სახის ძალადობის ფორმები ფიქსირდება?
2. რამდენად ხშირად გაქვთ გამოძახებები სასწავლო დაწესებულებებში აღნიშნული პრობლემის გამო?
3. თქვენი აზრით, უფრო ხშირად, რა ასაკის ბავშვებში მძვინვარებს ვერბალური ბულინგი?
4. ძირითადად, რა სახის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან დამცინავი სახელების ხმარებას, ან დაშინების რა ფორმებს მიმართავენ მოზარდები?
5. თქვენ როგორ ფიქრობთ, გოგონებსა და ვაჟებს შორის, რომელიმე სქესს თუ აქვს უპირატესობა, იყოსაღნიშნული ფორმით ძალადობის მსხვერპლი ან მოძალადე და როგორია თქვენი სტატისტიკა ამ კითხვასთან დაკავშირებით?
6. თქვენი აზრით, მსხვერპლის ან მოძალადის როლში რა ტიპის ბავშვები გვხვდებიან?
7. თქვენ რა ზომებს მიმართავთ მსგავსი ფაქტების გამოვლენისას?
სოფლის გამგეობაში ყოფნის შემდეგ, შევიტყვეთ, რომ ძალიან იშვიათად შედის ვერბალურ ბულიგთან დაკავშირებული საჩივარი.

სოფელში ქუჩის გამოკითხვა საუბარი
ჩვენ გვინდა რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ:
1. სკოლაში, ქუჩაში, ან სოფელში თქვენი საქმიანობიდან  გამომდინარე, არასრულწლოვანთა შორის უმეტესად რა სახის ძალადობის ფორმები ფიქსირდება?
2. რამდენად ხშირად გაქვთ შემთხვევბი  აღნიშნული პრობლემის გამო?
3. თქვენი აზრით, უფრო ხშირად, რა ასაკის ბავშვებში მძვინვარებს ფიზიკური ბულინგი?
4. ძირითადად, რა სახის ფიზიკურ შეურაცხყოფას ან დაშინების რა ფორმებს მიმართავენ მოზარდები?
5. თქვენ როგორ ფიქრობთ, გოგონებსა და ვაჟებს შორის, რომელიმე სქესს თუ აქვს უპირატესობა, იყოს აღნიშნული ფორმით ძალადობის მსხვერპლი ან მოძალადე და როგორია თქვენი სტატისტიკა ამ კითხვასთან დაკავშირებით?
ჩავატარეთ ქუჩის გამოკითხვა
ფიზიკური  ბულინგის შესახებ შევჯერდით კითხვებზე,რომლებსაც დაუსვამდით, ყველანაირად შევეცადეთ სხვადახვა ადამიანებზე გამოკითხვა
ჩვენმა ჯგუფმა გავაკეთეთ გამოკითხვა  ფარული ბულინგის შესახებ სამედიცინო დაწესებულებაში.დავუსვით რამოდენიმე შეკითხვა ფარული ბულინგის შესახებ უბნის ექთანს.
·        თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვებში არის ფარული ბულინგი?   
·        რამდენად  ხშირად შესწრებიხართ ფარული ბულინგის მოზარდებს?
·        თქვენ როგორ  მოაგვარებდით ამ პრობლემას

პროექტის
მესამე ეტაპზე მოვაწყეთ პრეზენტაციის  POVER POINTI ჩვენება
პროექტის ოთხე ეტაპზე მოვაწყეთ კედლის გაზეთის გამოქვეყნება და ბუკლეტების დამზადება.
პროექტის მეხუთე ეტაპზე პროექტის პრეზენტაციის მოწყობა და ბუკლეტების დარიგება[
თვითშეფასების კითხვარის გამოყენება
1.როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ??გასწავლა თუ არა ამ პროექტმა მუშაობა??
ა. ბევრი რამ მასწავლა
ბ.ახალი არაფერი მასწავლა.
გ.მასწავლა.
2.შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრებთან ურთიერთობა??
ა.ბევრად უკეთესი გახდა.
ბ.უკეთესი გახდა.
გ. გაუარესდა.
3.ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში??
ა.სავსებით ნათელი იყო.
ბ.არც ისე სათელი იყო.
შეფასების გეგმა პროექტის მსვლელობისას მოვახდენ დაკვირვებას მოსწავლეთა ჯგუფების მუშაობაზე,თითოეული მოსწავლის როლსა და მიღწეულ შედეგზე რათა მონიტორისგი გაუწიო სამუშაო მსვლელობას საჭირო დროს მივცე უკუ კავშირი. პროექტის დასასრულს მოხდება შეფასება. პროექტის შეფასება რუბრიკები რომელსაც ექნება განმავითარებელი ხასიათი, შეფასდება თიოეული მოსწავლის ჩართულობა და მოხდებას ჯგუფური მუშაობის თვითშეფასების კითხვარის გამოყენება,რომელიც მოსწავლეს დაეხმარება შეძლონ შეაფასონ თავიანი როლი პროექტზე მუშაობის განმავლობაში.დადებითი დაუარყოფითი მხარების გამოვლენა კი მე როგორც პროექტის ხელმძღვანელს დამეხმარება მომავალში მუშაობის გაუმჯობესებაში.

                                                     




Monday, November 4, 2019


დედამიწა საფრთხეშია                                 პროექტი



სოციალური პროექტის ავტორი                                                  ლელა ჯახუა
ელ-ფოსტა:                                                                                  lelajaxua@gmail.com
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის საჯარო სკოლა
პროექტის სახელი                                დედამიწა საფრთხეშია
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები გაეცნობიან დამატებით ლიტერატურას, მოიძიებენ დედამიწაზე მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმაციას.
პროექტის მიზანი
წარმატებული მოქალაქის აღზრდისთვის საჭირო  უნარ-ჩვევების დახვეწა, განვითარება.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ კოლექტიური თანამშრომლობის და ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევები, აუმაღლდებათ წიგნიერების  და მზრუნველობის დონე.
სამიზნე ჯგუფები
V, VI კლასის მოსწავლეები
ვადები და ხანგრძლივობა
ორი კვირა
ჩატარების დრო
15-30.X
აქტივობების შესაბამისობა მიზანთან
გუნდების შექმნა
         გუნდი- ამზადებს ბუკლეტებს და ავრცელებს სკოლასა და სოფელში https://drive.google.com/drive/my-drive
         
        II გუნდი- ამზადებს სლაიდს Powerpoint-ის მეშვეობით 

საჭირო რესურსები
თაბახის ფურცლები, ფლომასტერები, კონვერტები, კომპიუტერი, ციფრული აპარატი, ინტერნეტი,კომპიუტერი.

საკონტაქტო ნომერი 591713743
                       

































Wednesday, October 2, 2019

სოციალური პროექტის გეგმა


                   სოციალური პროექტის გეგმა                         
                                
სახელი, გვარი
ლელა ჯახუა
მისამართი
ხობი.ყულევი
სკოლა

კლასი
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევის საჯარო სკოლა

VI
თემის დასახელება
,,წიგნი  თუ  კომპიუტერი’’

თემის შინაარსი
პროექტის ფარგლებში  მოსწავლეები მოიძიებენ და წაიკითხავენ  წიგნისა და კომპიუტერის თემაზე დაწერილ ლიტერატურას. წაკითხვის შემდეგ მოამზადებენ პრეზენტაციას, გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას  საკითხის მიმართ, გამოიყენებენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას , ჩაწერენ ინტერვიუს, გააკეთებენ დასკვნებს და არჩევანს  შეაჩერებენ  საკითხზე- წიგნი თუ კომპიუტერი?
საგანი
ხელოვნება
დონე/კლასი
საბაზო საფეხური
VI კლასი
განხორციელების დრო
ერთი თვის განმავლობაში  მიმდინარეობს კვლევა-ძიება  ამ საკითხთან დაკავშირებით. (18.09.2019წ-02.10.2019წ)

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

ქართ. VI. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. VI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება. 
ქართ. VI. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.


 შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება
-კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა
-ინფორმაციის კლასიფიკაცია და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად, ასევე კითხვებზე პასუხების გასაცემად.
-კომუნიკაცია და თანამშრომლობა. პასუხისმგებლობის გაზიარება მუშაობის პროცესში.
-საინფორმაციო წიგნიერება.
-ინფორმაციის ეფექტურად  და ეფექტიანად  მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით.
-ისტ.(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) წიგნიერება.
-ტექნოლოგიების გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და   გამოყენების ცოდნა.
-
.


პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
1.      მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული მასალის მოძიებას თემაზე  ,,წიგნი და კომპიუტერი’’
2.      დააკავშირებენ წაკითხულთან  საკუთარ გამოცდილებას.
3.      გააკეთებენ პრეზენტაციას თემასთან დაკავშირებით.


მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რაში სჭირდება ადამიანს წიგნის ან კომპიუტერის გამოყენება?
თემატური კითხვები
თქვენი აზრით, შესაძლებელია, თუ არა კინომ, ტელევიზიამ და კომპიუტერმა მთლიანად განდევნოს ადამიანის ცხოვრებიდან წიგნი?
შინაარსობრივი კითხვები
რა გაქვთ წაკითხული და მოძიებული  ამ თემასთან დაკავშირებით?

შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე  და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
ვენის დიაგრამა
სქემა-,,ვიცი, ვისწავლე,მინდა ვიცოდე’’
მოკლე  ჩანაწერები
პრეზენტაციის მომზადების ბუკლეტი,
პრეზენტაციის რუბრიკა
პრეზენტაცია
პრეზენტაციის რუბრიკა

შეფასების ფორმები
მოსწავლეთა პროვოცირებისათვის  დასმული კითხვების შემდეგ ვაკეთებ ვენის დიაგრამას, სადაც გამოჩნდება მოსწავლეთა მიერ დანახული საერთო და განმასხვავებელი თვისებები. წიგნისა და კომპიუტერის თემაზე ვაკეთებ გონებრივ იერიშს,  შემდეგ ვიყენებ სქემას ,,ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდეს’’ პირველ გრაფას. რის საშუალებითაც დავადგენ მოსწავლეთა წინარე ცოდნას. დავადგენ ასევე საჭიროებებს. პროექტის ბოლოს ვავსებ სქემას ,,ვისწავლე’’, სადაც ნათლად გამოჩნდება შეძენილი ცოდნა.

საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლეებს განვითარებული აქვთ წაკითხული ტექსტის გაგებისა და ანალიზის უნარი,  შეუძლიათ ინფორმაციის მოძიება, აქვთ ლოგიკური აზროვნება, გადმოსცემენ საკუთარ შთაბეჭდილებებს.

სასწავლო პროცედურები
პროექტზე მუშაობის დაწყების წინ მოსწავლეები გაეცნობიან უმბერტო ეკოს საჯარო გამოსვლას. ისაუბრებენ წიგნისა და კომპიუტერის მნიშვნელობაზე, შეადგენენ სამუშაო გეგმას, რომელიც კვლევა-ძიებისათვის გამოადგებათ, განაწილდებიან ჯგუფებში და გაინაწილებენ შესასრულებელ სამუშაოს. ყურადღებას გაამახვილებენ ძირითად საკითხებზე, მოემზადებიან პრეზენტაციისათვის.
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
წინასწარ ჩაატარებენ კვლევას  თანატოლებთან, უფროსებთან. მოაწყობენ დისკუსიას აღნიშნულ თემაზე.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
კომპიუტერი,ინტერნეტკავშირი,  პრინტერი, პროექტორი,
ტექნოლოგია-პროგრამული უზრუნველყოფა  მონაცემთა  ბაზა/ცხრილები,
ინტერნეტძიება,,,vord’’-ის პროგრამა.


                                                                          პროექტის   რეფლექსია
 პროექტით გათვალისწინებული საკითხი  მეტად აქტუალურია და მნიშვნელოვანი დღევანდელი საზოგადოებისათვის, რადგან ძალიან დაბალია წიგნიერების დონე , განსაკუთრებით ეს ეხება თინეიჯერულ ასაკს, მათ ურჩევნიათ დრო კომპიუტერთან გაატარონ, ვიდრე კარგი წიგნი წაიკითხონ.
   პროექტისათვის შევარჩიე მე-6 კლასის მოსწავლეები, რადგან ამ ასაკის ბავშვები დროის მეტ ნაწილს თამაშს ანდომებენ, ნაწილი-კომპიუტერთან ზის და ამიტომ არ კითხულობენ წიგნს, გარკვეულ ნაწილს კი არც მშობლებისგან აქვთ ამაში მხარდაჭერა.
    პროექტი სრულად განხორციელდა და დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც მოსწავლეებში, ისე კოლეგებში, მოსწავლეებმა თავისუფლად შეძლეს მასალის მოძიება-დამუშავება,  საკუთარი გამოცდილების გაზიარება და პრეზენტაციის გაკეთება.  პროექტთან დაკავშირებული ყველა აქტივობა  მიზანთან  შესაბამისობაშია და შევძელი შედეგზე გასვლა.
     რა თქმა უნდა გამოიკვეთა პრობლემებიც, ჩემი დიდი ძალისხმევის მიუხედავად  ყველა მოსწავლის ჩართვა ვერ მოვახერხე, გაგვიჭირდა რიგი მშობლების ჩართვაც, სამსახურიდან გამომდინარე მათ  არ ეცალათ შვილებისთვის, მაინც საინტერესოდ ვიმუშავეთ, გაზეთი გამოვუშვით, ბუკლეტები გავაკეთეთ, საკუთარი გამოცდილება სხვებს გავუზიარეთ.
      მომავალი წლიდან მეტი ძალისხმევით შევუდგებით აღნიშნულ პროექტზე მუშაობას, გავითვალისწინეთ ხარვეზებს, დავნერგავთ ახალ აქტივობებს.





















Monday, September 30, 2019


       სოციალური პროექტის გეგმა


1.პროექტის სახელწოდება:    „ ჩვენი სოფელი“
2.პროექტის ავტორი:  ლელა ჯახუა
3.მონაწილეები:  მეორე-მეოთხე კლასის მოსწავლეები
4.პრობლემის ანალიზი: მოსწავლეები ფლობენ მწირ ინფორმაციას სოფლის ღირსშესანიშნაობებზე, სოფლის მოსახლეობა პასიურ როლს თამაშობს სოფლის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
5.პროექტის მიზანი: სოფლის ღირსშესანიშნაობების ისტორიის შესწავლა, თემის წევრების ჩართულობის გაზრდა სოფლის ცხოვრებაში. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მოსწავლეებში სოციალური უნარების განვითარება.
6.პროექტის ამოცანები:
1.      1. პროექტის დაგეგმვა,
2.      2. მონიტორინგის ჯგუფის შექმნა,
       3.სოფლის ღირსშესანიშნაობების მონახულება,               
            დასუფთავება, ინფორმაციის მოძიება.
                                 4.მდინარის ნაპირების, გზის და მთლიანად სოფლის ტერიტორიის    
                                     დასუფთავება ნარჩენებისაგან.
                                  5.პროექტის შედეგების პრეზენტაცია
7.განხორციელების ვადები: 23 .09-დან   30.09-მდე,   1 კვირა
8.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები სოფლის უხუცესების, მასწავლებლების, ინტერნეტისა და სხვა წყაროების დახმარებით შეისწავლიან სოფლის კულტურული ობიექტების მათთვის უცნობ დეტალებს და გააცნობენ უმცროს თაობას, სოფლის მოსახლეობა ჩაერთვება სოფლის მიდამოების დასუფთავებაში, რაც დადებითად აისახება სოფლის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.
9.ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები და ვადები:
ამოცანა1-2      23.09 2019 წ

ა. მოსწავლეებისა და მასწავლებლების პირველ შეხვედრაზე მოსწავლეების                     იდეების განხილვა და გეგმის შედგენა
ბ. მონიტორინგის ჯგუფის შედგენა.
გ. პროექტის გეგმის პრეზენტაციის დაგეგმვა-განხორციელება
                    
10.ამოცანა 3-4 ა)მოსწავლეების და მოხალისე მასწავლებლებისა და თემის წევრების დაყოფა ჯგუფებად
ბ) ვადების მიხედვით სოფლის ტერიტორიების  დანაწილება და დასუფთავება: ხობის წყლის სანაპირო - 24.09.2019წ
         სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია- 25.09. 2019წ

         სოფლის ცენტრი და დანარჩენი ტერიტორია -  26.09.2019წ
ბ) უხუცესებთან, ისტორიკოსებთან, ფილოლოგებთან სტუმრობა სოფლის ძეგლების (სოფლის სკვერის. ისტორიული ნანგრევების) მონახულება, ისტორიის მოძიება და ინფორმაციის გადაცემა სკოლის დანარჩენი მოსწავლეებისათვის.- 27.09.2019წ
         
         
ამოცანა 5  ა. ბუკლეტების დამზადება და გავრცელება
                 ბ. პროექტის პრეზენტაცია, სკოლაში  შეჯამება 30.09.2019წ


11.მონიტორინგი: მონიტორინგი მოხდება გზადაგზა, ყოველი ეტაპის შემდგომ, გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები.
12.ინდიკატორები: მოსწავლეთა, მშობელთა, თემის წარმომადგენელთა უკუკავშირები, პროექტის ხელმძღვანელის ანგარიში განხორციელებული საქმიანობების შესახებ.
13.რისკები და ხარვეზები: უამინდობა, ინფორმაციის სიმწირე
პროექტის მდგრადობა: დაინერგება პერიოდულად სოფლის დასუფთავება, შეიქმნება სტენდები, პრეზენტაციები, რის საშუალებითაც მოსწავლეები გაეცნობიან სოფლის კულტურულ ობიექტებს. ყოველი აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების განვითარებას, რაც აუცილებელია მოზარდის სრულფასოვნად ჩამოყალიბებისათვის.











    რეფლექსია პროექტის განხორციელებაზე


        კლასის საათის ჩატარებისას გაირკვა, რომ მოსწავლეები ფლობენ მწირ ინფორმაციას სოფლის ღირსშესანიშნაობებზე, აქვე გულისტკივილი გამოთქვეს დაბინძურებული მდინარე ხობის წყლის ნაპირების გამო.
         დაიბადა პროექტის განხორციელების იდეა, რომლის მიზანიც იქნებოდა სოფლის ღირსშესანიშნაობების ისტორიის შესწავლა, თემის წევრების ჩართულობის გაზრდა სოფლის ცხოვრებაში. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მოსწავლეებში სოციალური უნარების განვითარება.
          მოსწავლეებთან ერთად ჩამოვაყალიბე გეგმა და დავსახეთ სათანადო ამოცანები, შესაბამისად მიზნის მისაღწევი აქტივობები, გავაცანით გეგმა სკოლის მოსწავლეებსა და ადმინისტრაციას, მოვიწვიეთ თემის წარმომადგენლები. ჩამოვაყალიბეთ მობილური ჯგუფები, რომელთაც უბნების მიხედვით დაასუფთავეს მოსახლეობასთან ერთად სოფლის ტერიტორიები. გავაკარით პლაკატები მოწოდებით: „ნუ დააბინძურებთ“, „საჩინო შენია საჩინოელო“ და ა.შ, მოსწავლეები ესტუმრნენ სოფლის უხუცესებს, ფილოლოგებს ისტორიკოსებს და შეისწავლეს სოფლის კულტურულ ძეგლებზე არსებული მასალა,
შეძენილი ცოდნა და გამოცდილება მოსწავლეებმა გაუზიარეს სხვებსაც, გამოუშვეს სტენდები, რითაც მოხდა ეკოლოგიური პრობლემის მოგვარების და საკუთარი სოფლის ისტორიის ცოდნის აუცილებლობის პოპულარიზაცია.
        მიზანს მივაღწიე ,ვფიქრობ აღნიშნული აქტივობები განვახორციელო მომავალშიც, რათა მოსწავლეებმა უკეთ გააცნობიერონ პრობლემა და გამოუმუშავდეთ პრობლემის გადაჭრის გზების ძიების უნარ-ჩვევები.