სოციალური
პროექტის გეგმა
სახელი, გვარი
|
ლელა ჯახუა
|
|||||
მისამართი
|
ხობი.ყულევი
|
|||||
სკოლა
კლასი
|
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევის საჯარო სკოლა
VI
|
|||||
თემის დასახელება
|
,,წიგნი თუ კომპიუტერი’’
|
|||||
თემის შინაარსი
|
||||||
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ და წაიკითხავენ
წიგნისა და კომპიუტერის თემაზე დაწერილ ლიტერატურას. წაკითხვის შემდეგ მოამზადებენ
პრეზენტაციას, გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას საკითხის მიმართ, გამოიყენებენ
ცხოვრებისეულ გამოცდილებას , ჩაწერენ ინტერვიუს, გააკეთებენ დასკვნებს და არჩევანს
შეაჩერებენ საკითხზე- წიგნი თუ კომპიუტერი?
|
||||||
საგანი
|
ხელოვნება
|
|||||
დონე/კლასი
|
საბაზო საფეხური
VI კლასი
|
|||||
განხორციელების დრო
|
ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს კვლევა-ძიება
ამ საკითხთან დაკავშირებით. (18.09.2019წ-02.10.2019წ)
|
|||||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ქართ. VI. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის
მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. VI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად
სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
ქართ. VI. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების
გამოყენება.
|
||||||
შესაბამისი უნარ-ჩვევების
გამომუშავება
|
||||||
-კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა
-ინფორმაციის კლასიფიკაცია და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად,
ასევე კითხვებზე პასუხების გასაცემად.
-კომუნიკაცია და თანამშრომლობა. პასუხისმგებლობის გაზიარება მუშაობის
პროცესში.
-საინფორმაციო წიგნიერება.
-ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება,
კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება
მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით.
-ისტ.(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) წიგნიერება.
-ტექნოლოგიების გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების
შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და
გამოყენების ცოდნა.
-
.
|
||||||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
|
||||||
1. მოსწავლეები შეძლებენ
ლიტერატურული მასალის მოძიებას თემაზე ,,წიგნი და კომპიუტერი’’
2. დააკავშირებენ წაკითხულთან
საკუთარ გამოცდილებას.
3. გააკეთებენ პრეზენტაციას
თემასთან დაკავშირებით.
|
||||||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||||||
ზოგადი კითხვა
|
რაში სჭირდება ადამიანს წიგნის ან კომპიუტერის გამოყენება?
|
|||||
თემატური კითხვები
|
თქვენი აზრით, შესაძლებელია, თუ არა კინომ, ტელევიზიამ და კომპიუტერმა
მთლიანად განდევნოს ადამიანის ცხოვრებიდან წიგნი?
|
|||||
შინაარსობრივი კითხვები
|
რა გაქვთ წაკითხული და მოძიებული ამ თემასთან დაკავშირებით?
|
|||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
||||||
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
|
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
|
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
|
||||
ვენის დიაგრამა
სქემა-,,ვიცი, ვისწავლე,მინდა ვიცოდე’’
|
მოკლე ჩანაწერები
|
პრეზენტაციის მომზადების ბუკლეტი,
პრეზენტაციის რუბრიკა
|
პრეზენტაცია
|
პრეზენტაციის რუბრიკა
|
||
შეფასების ფორმები
|
||||||
მოსწავლეთა პროვოცირებისათვის დასმული კითხვების შემდეგ
ვაკეთებ ვენის დიაგრამას, სადაც გამოჩნდება მოსწავლეთა მიერ დანახული საერთო და განმასხვავებელი
თვისებები. წიგნისა და კომპიუტერის თემაზე ვაკეთებ გონებრივ იერიშს, შემდეგ
ვიყენებ სქემას ,,ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდეს’’ პირველ გრაფას. რის საშუალებითაც
დავადგენ მოსწავლეთა წინარე ცოდნას. დავადგენ ასევე საჭიროებებს. პროექტის ბოლოს
ვავსებ სქემას ,,ვისწავლე’’, სადაც ნათლად გამოჩნდება შეძენილი ცოდნა.
|
||||||
საბაზისო უნარ-ჩვევები
|
||||||
მოსწავლეებს განვითარებული აქვთ წაკითხული ტექსტის გაგებისა და
ანალიზის უნარი, შეუძლიათ ინფორმაციის მოძიება, აქვთ ლოგიკური აზროვნება, გადმოსცემენ
საკუთარ შთაბეჭდილებებს.
|
||||||
სასწავლო პროცედურები
|
||||||
პროექტზე მუშაობის დაწყების წინ მოსწავლეები გაეცნობიან უმბერტო
ეკოს საჯარო გამოსვლას. ისაუბრებენ წიგნისა და კომპიუტერის მნიშვნელობაზე, შეადგენენ
სამუშაო გეგმას, რომელიც კვლევა-ძიებისათვის გამოადგებათ, განაწილდებიან ჯგუფებში
და გაინაწილებენ შესასრულებელ სამუშაოს. ყურადღებას გაამახვილებენ ძირითად საკითხებზე,
მოემზადებიან პრეზენტაციისათვის.
|
||||||
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
წინასწარ ჩაატარებენ კვლევას თანატოლებთან, უფროსებთან.
მოაწყობენ დისკუსიას აღნიშნულ თემაზე.
|
|||||
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
კომპიუტერი,ინტერნეტკავშირი, პრინტერი, პროექტორი,
|
|||||
ტექნოლოგია-პროგრამული უზრუნველყოფა მონაცემთა ბაზა/ცხრილები,
ინტერნეტძიება,,,vord’’-ის პროგრამა.
|
||||||
პროექტის რეფლექსია
პროექტით გათვალისწინებული
საკითხი მეტად აქტუალურია და მნიშვნელოვანი
დღევანდელი საზოგადოებისათვის, რადგან ძალიან დაბალია წიგნიერების დონე , განსაკუთრებით
ეს ეხება თინეიჯერულ ასაკს, მათ ურჩევნიათ დრო კომპიუტერთან გაატარონ, ვიდრე კარგი
წიგნი წაიკითხონ.
პროექტისათვის
შევარჩიე მე-6 კლასის მოსწავლეები, რადგან ამ ასაკის ბავშვები დროის მეტ ნაწილს თამაშს
ანდომებენ, ნაწილი-კომპიუტერთან ზის და ამიტომ არ კითხულობენ წიგნს, გარკვეულ ნაწილს
კი არც მშობლებისგან აქვთ ამაში მხარდაჭერა.
პროექტი
სრულად განხორციელდა და დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც მოსწავლეებში, ისე კოლეგებში,
მოსწავლეებმა თავისუფლად შეძლეს მასალის მოძიება-დამუშავება, საკუთარი გამოცდილების გაზიარება და პრეზენტაციის
გაკეთება. პროექტთან დაკავშირებული ყველა აქტივობა მიზანთან
შესაბამისობაშია და შევძელი შედეგზე გასვლა.
რა თქმა
უნდა გამოიკვეთა პრობლემებიც, ჩემი დიდი ძალისხმევის მიუხედავად ყველა მოსწავლის ჩართვა ვერ მოვახერხე, გაგვიჭირდა
რიგი მშობლების ჩართვაც, სამსახურიდან გამომდინარე მათ არ ეცალათ შვილებისთვის, მაინც საინტერესოდ ვიმუშავეთ,
გაზეთი გამოვუშვით, ბუკლეტები გავაკეთეთ, საკუთარი გამოცდილება სხვებს გავუზიარეთ.
მომავალი
წლიდან მეტი ძალისხმევით შევუდგებით აღნიშნულ პროექტზე მუშაობას, გავითვალისწინეთ ხარვეზებს,
დავნერგავთ ახალ აქტივობებს.