Tuesday, May 7, 2019

სოციალური პროექტი


                             
მხატვრული კითხვის წრე


მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეებს განუვითარდებათ მხატვრული კითხვის ტექნიკატექსტის გააზრებული კითხვის უნარი;
შეეძლებათ ადექვატურად რეაგირება მარტივ სამეტყველო სიტუაციებში;
მოისმენენ და გაიგებენ ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტებს და  გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას;
შეძლებენ აქტიური ლექსიკის და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველების გამოყენებას;
მოახდენენ მარტივი ტექსტების არსებით ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობას;
გამოიყენებენ კითხვის მარტივ სტრატეგიებს;
 ჩამოუყალიბდებათ წიგნიერების სიყვარული;
განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარ-ჩვევები;
ბავშვები ისწავლიან როლურ თამაშებს და დაეუფლებიან თეატრალური გარდასახვის ელემენტებს.



          მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ -
ორშაბათს   14:45   
              მეცადინეობის ხანგრძლიობა   45წთ.


მოსწავლეთა სია:
1.ქაქუთია ელენე
2.ქაქუთია ლუკა
3.ნარსია ლუკა
4.ნარსია ნიკა
5. შენგელია ლანა
6. კაკულია მაგდა
7. სიჭინავა ნიკოლოზ
8. კაკულია ვიტალი
9. ფიფია გიორგი
10. ალანია ნიკა
11. ალანია ირაკლი


    
შესაბამისობა ე.ს.გ გათვალისწინებულ შედეგებთან:


ქართ.2მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
-ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
-გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარს;
-აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ თხრობას;
-გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედით აღძრულ ემოციებს;
ქართ.3მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკის და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
-განავრცობს წინადადების მოდალობებს;
-სათანადოდ იყენებს კავშირებს.
ქართ.4დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს; ხმამაღლა კითხულობს მცირე ზომის ტექსტებს, საბავშვო ლექსებს, გამოცანებს, ანდაზებს, ენის გასატეხებს, მოთხრობებს. ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშანთან.
ქართ.6 განარჩევს დიალოგს და თხრობას;
ქართ7ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას.


მხატვრული კითხვის წრის სამუშაო გეგმა. 2019 სასწავლო წელი
მე-2 სემესტრი

N
თემა
აქტივობა
აქტივობის მიზანი
მუშაობის ფორმა
რესურსი
ჩატარების დრო
1
პირველი შეხვედრა-თემატიკის გაცნობა
საუბარი, კითხვა-პასუხი
წრის მუშაობის მიზნების გაცნობა
საერთო ჩართულობა
პრეზენტაცია ppt ფორმატით
23.01
2
სტუმრად ბიბლიოთეკაში
საუბარი.
წიგნების დათვალიერება.
კართოტეკის გაცნობა
ბიბლიოთეკაში
წიგნების მოძიების სწავლა. ინტერესის
გაზრდა კითხვისადმი
ჯგუფური

ბიბლიოთეკის კართოტეკის ფონდი
30.01
3
,,ჩემი წიგნების თარო.’’
საბავშვო მხატვრული ლიტერატურის მოძიება ოჯახში
ოჯახში არსებული საბავშვო
მხატვრული ლიტერატურის გაცნობა, თავმოყრა,
კლასიფიკაცია.
ჯგუფური
საბავშვო ლიტერატურა
06,02
4.
მორფონოლოგიური სავარჯიშოები.
მარცვლებზე და ბგერებზე მუშაობა
ლექსიკის გამდიდრება
ინდივიდუალური
პლაკატები
13.02
5
,,მე მიყვარს პოეზია“
- საყვარელი ლექსების მხატვრულად კითხვა
წაკითხვა, მოსმენა და გადმოცემა
მხატვრული კითხვის უნარის განვითარება
ინდივიდუალური
ლექსების კრებული
20.02
6
რ. ინანიშვილის
მოთხრობა,-
,,მუხა.’’-მოსმენილი
ტექსტის შინაარსის გადმოცემა მხატვრულად
წაკითხვა, მოსმენა და გადმოცემა
შემოქმედებითი
უნარის განვითარება.
თხრობა პერსონაჟების პოზიციიდან
ჯგუფური
რ. ინანიშვილის მოთხრობა
27.02

7

,,ილუსტრაციები და მოთხრობები.’’

ილუსტრაციებზე
მოთხრობების
შედგენა

ტექსტებზე მუშაობა
საერთო ჩართულობა
ილუსტრაციების
ჩვენება
06.03
8
დიდი წიგნის ერთობლივი კითხვა .,,საგანძური
დიდ წიგნში მოთხრობების
დამატება
ტექსტზე მუშაობა
ინდივიდუალური
დიდი წიგნი
20.03
9
გ. პეტრიაშვილის მოთხრობა  ,,პიკო და ოლიკო.’’
მხატვრულად
კითხვისთვის
გამოსაყენებელი სავარჯიშოები
თხრობა პერსონაჟების პოზიციიდან
ინდივიდუალური
მოთხრობების კრებული
03.04
10
როლური თამაში -,,ჩიტი და ბავშვები’’
როლური გარდასახვა
გამომეტყველებით კითხვა
წყვილებში
ლექსის ტექსტი
10.04
11
ლექსიკური მარაგის
გამდიდრება
სინონიმებზე და ანტონიმებზე
მუშაობა
ტექსტებში სინონიმებისა და ანტონიმების მოძიება, ცნებების გააზრება
ჯგუფური
ტექსტები
24.04
12
ა. კალანდაძის ლექსების
მხატვრულად წაკითხვა
ინტონაციით კითხვა
გამომეტყველებით კითხვა
ინდივიდუალური
ა. კალანდაძის
ლექსების კრებული
01.05
13
მ. მაჭავარიანის ლექსების მხატვრულად წაკითხვა
მხატვრული ინტონაციით გააზრებული კითხვა
გამართული კითხვა
ინდივიდუალური
მ. მაჭავარიანის ლექსების კრებული

15.05
14
წრის მუშაობის შეფასება
კითხვა-პასუხი
დისკუსია
საერთო ჩართულობა



05.06

წრის მუშაობა

პირველი შეხვედრა- თემატიკის გაცნობა
23 სექტემბერს გვქონდა პირველი შეხვედრა მხატვრული კითხვის წრის წევრებთან. მოსწავლეები გაეცვნენ წრის სამუშაო თემატიკას. აზრი გამოთქვეს წრის მუშაობის განხორციელებული აქტივობების შესახებ. გადაწყდა, რომ ისინი აქტიურად ჩაერთვებოდნენ წრის მუშაობაში.




მეორე შეხვედრა-სტუმრად ბიბლიოთეკაში

30 სექტემბერს წრის წევრები წრის ხელმძღვანელთან ერთად იყვნენ ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკარმა მოსწავლეებს გააცნო ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების ბიბლიოთეკა მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ ბიბლიოთეკას, მაინც საინტერესო იყო ეს შეხვედრა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს წიგნები. ბიბლიოთეკარმა შეურჩია მათ საინტერესო ლიტერატურა. ის მოსწავლეები, რომლებიც ნაკლებად კითხულობენ წიგნებს დაინტერესდნენ. აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეების დაინტერესებას კითხვისადმი.


მესამე შეხვედრა-,,ჩემი წიგნების თარო’’


წრის წევრებმა თავიანთ ოჯახებში მოიძიეს საბავშვო მხატვრული ლიტერატურა. 7ოქტომბრის წრის მეცადინეობაზე მოიტანეს და ერთმანეთს გააცნეს. შემდეგ დაწერეს ,, დიალოგი საყვარელ პოეტთან’’, მათთვის საყვარელ მწერლებს და პოეტებს დაუსვეს კითხვები. ზოგმა წერილი მისწერა. შემდეგ მოახდინეს პრეზენტაცია და ერთმანეთს წაუკითხეს. მუშაობა საინტერესო აღმოჩნდა. გამოვლინდა მათი საყვარელი მწერლები და პოეტები და მხატვრული ლიტერატურა.



მეოთხე შეხვედრა-მორფოლოგიურ სავარჯიშოებზე მუშაობა.

14 0ქტომბერს წრეზე  მოხდა მორფოლოგიურ  სავარჯიშოებზე ვარჯიში,  სადაც მოხდა მოსწავლეების მუშაობა მარცვლებზე და ბგერებზე. მუშაობა წარიმართა ინდივიდუალურად. თითოეული მოსწავლე ანბანის მიხედვით მარცვლებზე ადგენდა სიტყვებს. მოხდა ხმოვნებზე და თანხმოვნებზე ვარჯიში. შემდეგ იმის მიხედვით ვინც ბევრ სიტყვას შეადგენდა აკეთებდა პრეზენტაციას. მუშაობა ძალიან საინტერესო და სახალისო გამოვიდა.




მეხუთე შეხვედრა-,, მე მიყვარს პოეზია’’


21 ოქტომბერს წრის მუშაობა წარიმართა შემდეგნაირად,  მოსწავლეებმა თავიანთი ინიციატივით მოამზადეს  და ისწავლეს სურვილის მიხედვით ლექსები და წაიკითხეს მხატვრულად. მოხდა ერთმანეთის შეფასება. მე ვინიშნავდი შენიშვნებს და ბოლოს მოახდინეს იმ შეცდომების გამოსწორება, რომლებიც დაუშვეს ლექსების კითხვისას.წრის მუშაობა საქმიანად წარიმართა.





მეექვსე  შეხვედრა-რ. ინანიშვილის მოთხრობა ,,მუხა’’





28 ოქტომბერს წრეზე წავიკითხეთ რ. ინანიშვილის მოთხრობა ,,მუხა’’, შემდეგ მოვახდინეთ წაკითხული ტექსტის შინაარსის
გადმოცემა მხატვრულად. მოთხრობის გადმოცემა მოხდა ინდივიდუალურად პერსონაჟის პოზიციიდან. წაკითხული ტექსტის
შემდეგ მოვახდინეთ მისი ანალიზი. მოსწავლეებმა ინმსჯელეს რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ, რას შეცვლიდნენ, ბოლოს

თავიანთი ინტერპრეტაციით გააგრძელეს მოთხრობა.






მეშვიდე შეხვედრა-,,ილუსტრაციები და მოთხრობები.’’

4 ნოემბერს წრის მუშაობა წარიმართა შემდეგნაირად. მოსწავლეებისთვის მოხდა სხვადასხვა ილუსტრაციების ჩვენება.
მათ ილუსტრაციებზე თავიანთი ინტერპრეტაციით უნდა შეედგინათ მოთხრობები. მოსწავლეებმა ამ დავალებას კარგად
გაართვეს თავი. თითოეულმა მოსწავლემ არჩეულ ილუსტრაციაზე შედგენილი მოთხრობის პრეზენტაცია გააკეთა.

წრის მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.


მერვე შეხვედრა -,,დიდი წიგნის ერთობლივი კითხვა.’’

11 ნოემბერს იოკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს მოსწავლეებმა მიუძღვნეს ღონისძიება, სადაც წარმოადგინეს დიდი წიგნის პრეზენტაცია
ი. გოგებაშვილის ,,საგანძური.’’ წიგნის მახასიათებლის ათვისებისა და ჰოლისტური მიდგომის საუკეთესო მეთოდია ,, დიდი წიგნის 
ერთობლივი კითხვა’’.  წრის მუშაობაზე  წარიმართა ამ მეთოდის გამოყენება. მათ  გამოავლინეს წიგნთან მუშაობის ჩვევები. წრის
წევრებმა მხატვრულად და გამომეტყველებით წაიკითხეს  მათ მიერ შექმნილ დიდ წიგნში მოთავსებული ი. გოგებაშვილის მოთხრობები. მათ წიგნში შეიტანეს  რამდენიმე მოთხრობა.  


მეცხრე შეხვედრა-გ. პეტრიაშვილის მოტხრობა ,,პიკო და ოლიკო’’
16 ნოემბერს ჩავატარეთ წრის მეცადინეობა, სადაც მოვახდინეთ გურამ პეტრიშვილის ,,მოთხრობა ,,პიკო და ოლიკოს’’ მხატვრულად  კითხვა, სადაც გამოვიყენეთ
მხატვრულად კითხვის გამისაყენებელი სავარჯიშოები. გამოვიყენეთ აქტივობა- თხრობა  პერსონაჟის პოზიციიდან.
,,ცხელი სკამის’’ მეშვეობით თითოეულმა  ბავშვმა წარმოიდგინა თავი პერსონაჟის ადგილას. წაკითხვის შემდეგმოსწავლეებმა შეადგინეს გმირის რუკა და მოტხრობის პირამიდა.


მეათე შეხვედრა-- ლ. ასთიანის ლექსების მხატვრულად წაკითხვა.

მეთექვსმეტე შეხვედრა-,,როლური კითხვა ,,ჩიტი და ბავშვები’’
25 ნოემბერს  ჩატარდა მხატვრული კითხვის წრე. წრეზე ბავშვებმა წარმოადგინეს ,,ჩიტი და ბავშვების ‘’როლური
წაკითხვა. გაინაწილეს როლები და მოახდინეს როლური გარდასახვა. წრის მეცადინეობაზე რამდენიმე მშობელიც გვესწრებოდა,
რომლებმაც შეაფასეს ბავშვების მიერ წარმოგენილი როლური კითხვა. წრის მეცადინეობა ძალიან საიტერესოდ წარიმართა.


მეთერთმეთე შეხვედრა--,, ლექსიკური მარაგის გამდიდრება’’.




2 დეკემბერს ჩავატარეთ წრის მუშაობა, სადაც ვიმუშავეთ ლექსიკური  მარაგის გამდიდრებაზე. კერძოთ ვიმუშავეთ სინონიმებზე და  
ანტონიმებზე. ბავშვებმა მოიძიეს ტექსტები, სადაც იპოვეს სინონიმები და ანტონიმები. ცნებების გააზრების მეშვეობით მათზე შეადგინეს წინადადებები. წრის მუსაობა საინტერესოდ წარიმართა.

მეთორმეტე შეხვედრა--,,მ. მაჭავარიანის ლექსების გამომეტყველებით წაკითხვა.


მეცამეტე შეხვედრა---მკითხველთა თეატრი.

რ. ინანიშვილის მოთხრობა ,,შეხვედრა’’.


მეთოთხმეტე შეხვედრა-,,ტ. ხავთასის  მოთხრობა ,, მოსწავლის ჩანთიანი  სპილო’’.


         1 მაისს მხატვრული კითხვის წრეზე მოვახდინეთ ტ. ხავთასის მოთხრობის ,,მოსწავლის ჩანთიანი სპილოს’’ წაკითხვა და განხილვა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს პაუზებით. ტექსტის უკეთ გაგების მიზნით ვიმუშავეთ გმირის რუკაზე, შექმნეს მოთხრობის პირამიდა. 
ისაუბრეს მთავარ პერსონაჟზე, მის თვისებებზე. მოახდინეს მისი დასათაურება და იმუშავეს დიორამებზე, რაც მათ ძალიან მოეწონათ.

მეთხუთმეტე შეხვედრა-,,ა. კალანდაძის ლექსების მხატვრულად წაკითხვა.

8 მაისს ჩავატარეთ მხატვრული კითხვის წრე, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს ანა კალანდაძის შემოქმედებიდან

ლექსების მხატვრულად წაკითხვა. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა სალომე ხელაშვილის  მიერ წაკითხულმა 
ლექსმა ,,ფეხი დამადგით’’, და ბარბარე შიომღვდლიშვილის მიერ წაკითხულმა ლექსმა ,,თუთა’’.


მეჩვიდმეტე შეხვედრა ,,მ. ლებანიძის ლექსების მხატვრულად წაკითხვა.’’

22 მაისს  ჩავატარეთ მხატვრული კითხვის წრე, სადაც წევრებმა წარმოადგინეს მ. ლებანიძის ლექსები. თავდაპირველად

თითოეულმა წევრმა აირჩია ლექსი საკუთარი გემოვნებით. მოხდა ლექსების დამუშავება, შემდეგ წევრებმა მხატვრული ინტონაციით,
გამომეტყველებით მოახდინეს ლექსების წაკითხვა. განსაკუთრებით გამორჩეულად ლექსები წაიკითხეს სალომე ხელაშვილმა,
გიორგი გელაშვილმა, გაბრიელ ლიქოკილმა და ბარბარე შიომღვდლიშილმა.

მეთვრამეტე შეხვედრა ,,წყვილებში კითხვა ლექსის ,,მგელი და კრავი’’.
29 მაისს ჩავატარეთ წრის მუშაობა, სადაც წრის წევრებმა წყვილებში წარმოადგინეს ლექსის ,,მგელი და კრავის’’

როლურად წაკითხვა. მოსწავლეებმა მოახდინეს როლური გარდასახვა. მოხდა როლების განაწილება. თითოეულმა მოირგო
მათთვის საყვარელი როლი. ბავშვებმა კარგად გაითავისეს  მგლის, კრავის და ავტორის როლები. წრის მუშაობა საინტერესოდ 
წარიმართა. 




მეცხრამეტე შეხვედრა-----,,ი. ნონეშვილის ლექსების მხატვრულად წაკითხვა.’’
5 ივნისს ჩავატარეთ მხატვრული კითხვის წრის მორიგი შეხვედრა. წრის  წევრებმა შეარჩიეს  პოეტის ლექსები

და მოახდინეს მისი მხატვრულად წაკითხვა. ეს შეხვედრა ნამდვილად გამორჩეული იყო, რადგან ლექსების წაკითხვა ნამდვილად მოხდა
გამომეტყველებით და მხატვრულად. განსაკუთრებული გამოსვლა ჰქონდათ: თეკლა ქურდაძეს, ელენე კერვალიშვილს , სალომე ხელაშვილს, 
გაბრიელ ლიქოკელს და გიორგი გელაშვილს.

მეოცე შეხვედრა--------მუშაობის შეჯამება.


12 ივნისს გაიმართა  მხატვრული კითხვის წრის მუშაობა. შეხვედრა შემაჯამებელი იყო. შეხვედრაზე გვესწრებოდნენ მშობლები.

შეხვედრას დავარქვით ,,ნატვრისთვალი წიგნში’’, სადაც მოსწავლეებმა წაიკითხეს მათთვის საყვარელი ლექსები., რომლებიც 
მათ ისწავლეს სემესტრის განმავლობაში. დასასრულს მშობლებმა აღნიშნეს წრის მუშაობის მნიშვნელობა. მოსწავლეებმა წრის მუშაობით მიიღეს უფრო მეტი თავდაჯერებულობა და სითამამე.  









No comments:

Post a Comment